The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე გუგუშვილი

დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1887  (138 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1905 წლამდე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. სცენაზე გამოვიდა 1905 წელს ქუთაისში, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში "პატარა კახი" (აკაკი წერეთლის პიესა, დრამა), შეასრულა რევაზ ბებურიშვილის როლი. 1906-1913წწ. იყო ქუთაისის ქართული დრამატული თეატრის მსახიობი და თანარეჟისორი (აქვე, 1914-1915წწ, 1925-1926წწ.), 1913-1914წწ. თბილისში, ზუბალაშვილის "სახალხო სახლში", 1916 წელს სამტრედიის ქართული თეატრის რეჟისორი, 1916-1918წწ. და 1920-1921წწ. ბათუმის თეატრის მსახიობი და რეჟისორი, 1918-1919წწ. და1924-1925წწ. თბილისის ქართული დრამატული თეატრის დასის წევრი. 1920 წელს პირველად, მისი რეჟისორობით "სახალხო სახლში" დაიდგა პიესა "ნიღაბქვეშ". 1926 წლიდან მუშაობდა თბილისის კინოსტუდიაში. ხელს უწყობდა კინომსახიობთა პროფესიულ დახელოვნებას და კინომრეწველობის განვითარებას. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.735

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კინომსახიობთა საქალაქო კომიტეტი, თავმჯდომარე (1927-1929)

გააზიარე: