The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოანე ხახულელი (ეპისკოპოსი)

Date of birth:9??
Date of death:10??
Category:Calligrapher, Translator, Religious leader

Biography

X–XI სს. სასულიერო მოღვაწე, კალიგრაფი და მთარგმნელი; ბაგრატ III-ის თანამედროვე; გამოირჩეოდა მჭევრ­მეტყველებით, რის გამოც "ოქროპირი" უწოდეს; მის მიერ ­სა­ქარ­თვე­ლო­ში შესრულებული ხელნაწერი ანდერძის მიხედვით, მისი მოძღვარი იოანე გრძელის ძე ყოფილა; არაერთი წყა­რო ადასტურებს მის ხელდასხმას თავდაპირველად ბოლნისის, ხოლო შემდეგ - ხახულის ეპისკოპოსად; დაახლოებით 1019 წელს არსენ ნინოწმინდელთან ერთად ათონის მთაზე გაემგზავრა და იქვე დამკვიდრდა სამოღვაწეოდ; მკვლე­ვართა ნაწილი იოანე ხახულელს და იოანე ბოლნელს ერთსა და იმავე პიროვნებად მიიჩნევს, რადგან დიდ მსგავსებას პოულობენ მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაში – ერთნაირად გამოირჩეოდნენ მჭევრმეტყველი ქადაგებებით და, ასევე, ორივენი ბაგრატ III-ის თანამედროვენი იყვნენ. სა­ქარ­თვე­ლოს სამოციქულო ეკლესიამ ღირსი იოანე ხახულელი წმინ­და­ნად შერაცხა და ხსენების დღედ 10 (23) მარტი დაადგინა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.325


Share: