The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იონა

იონა
ოფიციალური სახელი:ივანე ვასილევსკი
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1762
გარდაცვ. თარიღი:22 ივნისი, 1849  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ლავრის ფეოდოროვსკის ეკლესია, პეტერბურგი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კალუგა. 

1821-1832 წწ. სა­ქარ­თვე­ლოს ეგზარქოსი; 1792 ­მღვდლად ეკურთხა, ერთი წლის შემდეგ დეკანოზის პატივი მი­ე­ნი­ჭა. 1807 წელს აღიკვეცა ბერად და დაინიშ­ნა მონასტრის წინამძღვრად; 1808 წელს დაინიშნა კალუგის სემინარიის რექტორად; 1810 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ინსპექტორად; 1821 წლის აპრილიდან ასტრახანის ეპარ­ქიას განაგებდა; მთავარეპის­კო­პო­სის ხარისხით იმავე წლის ოქტომბერში დაინიშნა სა­ქართველოს ეგზარქოსად. 1828 წლის 22 აგვისტოს რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით მი­ენი­ჭა მიტროპოლიტის ხარისხი; ის მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდა კავკასიის მთიანეთში მცხოვრებთა შორის ქრისტიანობის აღდგენას; ამ მიზნით განსაკუთრებით გააქტიურდა "ოსეთის სასულიერო კომისიის" საქმიანობა; მისი შუამდგომლობით კავკასიაში დაარსდა სასულიერო სასწავლებელი; იონას დროს ოსი მოსახლეობისათვის შემოიღეს ღვთისმსახურება ოსურ ენაზე; მან ხელი შეუწყო იოანე იალღუზიძეს ქართული შრიფტის გამოყენებით ქართულიდან ოსურ ენა­ზე ეთარგმნა ლოცვები, კატეხიზმო, სახარება და სხვა სასულიერო ლიტერატურა;  ცდილობდა საქართველოს ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვის დროს სლავური საეკლესიო გალობა დაეწესებინა; მისი ინიციატივით სასულიერო სა­სწავ­ლე­ბელში სლავური გალობის სწავლება შემოიღეს; 1832 წლის 5 მარტს ეგზარქოსი იონა გადაიყვანეს პეტერბურგში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.329


გააზიარე: