შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო იორამაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დირბი, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს. წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებსა თუ გამომცემლობებში; 1942-1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; 1946 წლის შემდეგ შეუდგა ლიტერატურულ მოღვაწეობას; მისი მოთხრობების პირველი კრებული "ვერხვის ჭალაში" გამოქვეყნდა 1954 წელს. მისი ნაწარმოებების ძირითადი თემაა სოფელი, ნადირობა; იგი სათავგადასავლო ჟანრის ერთ-ერთი პიონერია საქართველოში ("კარავი მტკვრის პირას", 1959). ავტორია მოთხრობების კრებულებისა: "ნაცნობი სახე" (1956), "უცნაური შეხვედრა" (1968), "ჯაბა ელიაური" (1962), "კოჭლი კაკაბი" (1964), "მოთხრობები" (1965), "გაღმა ვენახი" (1967), "წითელი ვაშლის საიდუმლოება" (1977) და სხვა; ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას (მათე ზალკა, "გენერალი", 1941 და სხვა). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.331 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |