The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო დარჩიაშვილი

ნინო დარჩიაშვილი
Date of birth:11 September, 1928  (96 years)
Category:Geographer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს.

1951 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის საშუალო სკოლებში გეოგრაფიის მასწავლებლად. სხვადასხვა დროს გეოგრაფიის მასწავლებლად მუშაობდა საშუალო სკოლებში: სართიჭალის, თბილისის მე-7 მუშა-ახალგაზრდობის, 126-ე საშუალო სკოლაში. 1966 წლიდან პარალელურად მუშაობდა ქალაქის მეთოდკაბინეტში გეოგრაფიის მეთოდისტად, ხოლო 1975 წლიდან მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში გეოგრაფიის მეთოდური ლაბორატორიის გამგედ. საშუალო სკოლებში იგი ისმენდა გეოგრაფიის მასწავლებელთა გაკვეთილებს და ეხმარებოდა მეთოდურ დახელოვნებაში და საგნის ცოდნის ამაღლებაში. ამასთან, იგი თარგმნიდა მასალებს და გაკვეთილისა და საწრეო მუშაობის გასამდიდრებლად მხარში ედგა მასწავლებლებს. აქტიურად თანამშრომლობდა და არაერთ მეთოდურ წერილებს აქვეყნებდა ჟურნალ "ისტორია, გეოგრაფია სკოლაში" და გაზეთ "სახალხო განათლებაში". უძღვებოდა აგრეთვე, ტელეგაკვეთილებს და არჩევდა მასწავლებლებს მასში მონაწილეობის მისაღებად. სისტემატურად მონაწილეობდა გეოგრაფიული საზოგადოების მიერ მოწყობილ გამსვლელ სესიებში (სვანეთი, მესხეთი, კახეთი, ქართლი, აჭარა და სხვ.), სადაც გამოდიოდა საინტერესო მოხსენებით. არის გეოგრაფიული საზოგადოების ბაზაზე მასწავლებელთა დახელოვნებნის ინსტიტუტის ნიჭიერ ბავშვთა პროგრამის საფუძველზე საკვირაო სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. იგი თარგმნიდა სასკოლო სახელმძღვანელოებს. გამოქვეყნებული აქვს 100-მეტი წერილი და სტატია. მიღებული აქვს "სახალხო განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშანი (1978). 

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.104-105

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების მედალი
  • 1982 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • 1981 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1978 - სამკერდე ნიშანი "სახალხო განათლების წარჩინებული"

Bibliography


Share: