შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ თამარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელი გუნდის დირიჟორის სპეციალობით 1976 წელს; ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნებათმცოდნე - იმპრესარიოს სპეციალობით 2003 წელს. 1968-1999წწ. ეწეოდა შემოქმედებით და პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1967-1968წწ. იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1968-1969წწ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი; 1973-1975წწ. ახალციხის საქალაქო საბჭოს დეპუტატი; 1970-1971წწ. ახალციხის საქალაქო კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1971-1981წწ. ახალციხის სამუსიკო სკოლის პედაგოგი; 1981-1999წწ. ადიგენის სამუსიკო სკოლის დირექტორი; 1991-1999წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის პედაგოგი; 1998-1999წწ. ახალციხის რაიონული საკრებულოს წევრი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2006-2019წწ. საქართველოს მუსიკალური საზოგადოების ახალციხის რაიონული განყოფილების უფროსი; 2012-2019წწ. საქართველოს მუსიკალური საზოგადოების გამგეობის წევრი. ანზორ თამარაშვილი წლების მანძილზე იკვლევდა მესხური სასიმღერო ფოლკლორის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს; მისი ბიოგრაფიული მონაცემები შეტანილია "საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები XX-ე საუკუნის ბოლო ათწლეულში" (2002). რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალების ლაურეატი, გუნდის დირიჟორი. ცნობილი თეოლოგიის დოქტორის, პროფესორისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თამარაშვილის შთამომავალი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.169; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.272 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |