The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ თამარაშვილი

ანზორ თამარაშვილი
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1947
გარდაცვ. თარიღი:22 თებერვალი, 2023  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. 

დაამთავრა ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელი გუნდის დირიჟორის სპეციალობით 1976 წელს; ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნებათმცოდნე - იმპრესარიოს სპეციალობით 2003 წელს.

1968-1999წწ. ეწეოდა შემოქმედებით და პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1967-1968წწ. იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1968-1969წწ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი; 1973-1975წწ. ახალციხის საქალაქო საბჭოს დეპუტატი; 1970-1971წწ. ახალციხის საქალაქო კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1971-1981წწ. ახალციხის სამუსიკო სკოლის პედაგოგი; 1981-1999წწ. ადიგენის სამუსიკო სკოლის დირექტორი; 1991-1999წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის პედაგოგი; 1998-1999წწ. ახალციხის რაიონული საკრებულოს წევრი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2006-2019წწ. საქართველოს მუსიკალური საზოგადოების ახალციხის რაიონული განყოფილების უფროსი; 2012-2019წწ. საქართველოს მუსიკალური საზოგადოების გამგეობის წევრი. ანზორ თამარაშვილი წლების მანძილზე იკვლევდა მესხური სასიმღერო ფოლკლორის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს; მისი ბიოგრაფიული მონაცემები შეტანილია "საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები XX-ე საუკუნის ბოლო ათწლეულში" (2002). რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალების ლაურეატი, გუნდის დირიჟორი. ცნობილი თეოლოგიის დოქტორის, პროფესორისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თამარაშვილის შთამომავალი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.169; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.272

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (1995-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი მემარჯვენეები", წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - ახალციხის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული კულტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: