The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დომენტი გულდედავა

დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:1911  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:მუშა

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭაგანი (ყოფილი ქუთაისის მაზრა), სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა ჭაგანის ორკლასიანი სასწავლებელი.

1899 წელს თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოს შემკრებ საამქროში ზეინკლის შეგირდად მოეწყო და აქედანვე ჩაება მუშათა მოძრაობაში. 1900 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიურ წევრად ითვლებოდა, მონაწილეობდა მუშათა რევოლუციურ გამოსვლებში. 1908 წლის 8 თებერვალს დააპატიმრეს თბილისში, 1909 წლის 6 მაისს გადაასახლეს ვიატკის გუბერნიაში. ბრალად ედებოდა რამდენიმე საქმე. 1910 წელს მიესაჯა სიკვდილით დასჯა, რაც შემდეგ 20 წლიანი კატორღით შუცვალეს. 1911 წელს გარდაიცვალა ვიატკის ციხეში. რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.747


გააზიარე: