შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი გულისაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნინოწმინდა, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1884 წელს. დუშეთის, თიანეთის, თბილისის მაზრებში და ბოლოს ნინოწმინდაში მთავარხუცესად მსახურობდა. 1884 წლიდან წერდა არქეოლოგიური შინაარსის წერილებს და კორესპონდენციებს სოფლის ყოფა-ცხოვრების შესახებ (ზოგჯერ სხვისი გვარით). მონაწილეობდა საზოგადო-სასოფლო საქმიანობაშიც; სოფელ მლეთაში პირველმა ააგო სკოლის შენობა და ნიკო ლეონიძესთან ერთად (გიორგი ლეონიძის მამა) ასწავლიდა. სოფელ ნინოწმინდაში მისი თაოსნობით და გ. ზ. ქურდიანის უანგარო დახმარებით, რამდენიმე ადგილას გაიყვანეს წყალი. მუშაობდა სრულიად უსასყიდლოდ. იყო საგარეჯოს ბანკის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, კოოპერატივის გამგეობის წევრი, ნინოწმინდის კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე. (დაბადების თარიღი ზოგიერთი ცნობით 1863). არჩილ გულისაშვილის მამა, გიორგი ლეონიძის ბიძა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.751
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |