შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა დემეტრაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1956 წელს. 1956-1958წწ. მუშაობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1958-1965წწ. საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს პროგნოზების განყოფილებაში; 1965-1968წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი; 1969 წლიდან მუშობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს 38 შრომა, რომლებიც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე ქარის რეჟიმისა და ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობის საკითხებს. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.107 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |