The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე დემეტრაშვილი-კანდელაკი

ეკატერინე დემეტრაშვილი-კანდელაკი
ოფიციალური სახელი:ეკატერინე დემეტრაშვილი
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1914
გარდაცვ. თარიღი:11 ოქტომბერი, 1999  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა სიღნაღის საშუალო სკოლა 1930 წელს და მუშაობა დაიწყო სოფელ ბოდბისხევის ოთხწლიან შრომის სკოლაში მასწავლებლად. 1938 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით. 1938-1942წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

1941-1960წწ. მუშაობდა თბილისის მე-18 საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1945-1960წწ. კი გორის ნ. ბარათაშვილის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. იქვე, 1959-1960წწ. იყო გეოგრაფიის კათედრის გამგე; 1960 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია ტერიტორიის ეკონომიკური გეოგრაფიის ძირითადი საკითხები და შიდა ტერიტორიული დაყოფა. არის 50-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი, რომელთაგან 27 გამოქვეყნებულია. მისი სამეცნიერო მუშაობის სფერო მოიცავს საქართველოს სხვადასხვა მხარის ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება, მათ შორის, სოფლის მურნეობის გეოგრაფია, ტრანსპორტის გეოგრაფია, მოსახლეობის გეოგრაფია, ეკოლოგიის საკითხები და სხვ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1962).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიღნაღის რაიონის ეკონომიურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1954 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.108

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1975 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

გააზიარე: