შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ქართველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ის მიეკუთვნოდა თბილისის მოქალაქეთა გავლენიან გვარს; მამამისი იყო თბილისის ნაცვალი. დაწყებითი განათლება თბილისის კათოლიკე მისიონერთა სასწავლებელში მიიღო; 1698 წელს კათოლიკეთა წინააღმდეგ თბილისელი მოქალაქეების გამოსვლის დროს იოსებ ქართველი მამასთან ერთად ქალაქიდან გააძევეს; იგი ევროპაში წავიდა, სადაც შეისწავლა ფრანგული და იტალიური ენები; 1703-1709წწ. სწავლობდა ურბანოს კოლეჯში (რომი). საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ის საგანგებო დავალებით ირანის შაჰის კარზე ელჩად გაგზავნილმა ანჟე დე გარდანმა ის თარჯიმნად აიყვანა; მისი შუამავლობით გარდანს უნდა დაემყარებინა კავშირი ირანში მყოფ ქართველებთან; 1717 წელს იყო ყაზვინში, შემდეგ 1723 წლამდე – ისპაანში, სადაც საფრანგეთის საკონსულოში თარჯიმნად მუშაობისას ფრანგულ ენაზე შეადგინა "მოხსენებითი ბარათი სპარსეთში უკანასკნელი სამოქალაქო ომის შესახებ" (1723 წ. 31 იანვ.). 1724 წლიდან იოსებ ქართველი სტამბოლში იყო; იგი, როგორც თარჯიმანი, მონაწილეობდა სულთნის კარზე მყოფ დომენტი კათოლიკოსთან გამართულ მოლაპარაკებაში, იზიარებდა ანტიოსმალურ თვალსაზრისს და ოსმალეთთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდა საფრანგეთს; 1726 წელს იოსებ ქართველის ურთიერთობა საფრანგეთის საელჩოსთან შეწყდა; მან სტამბოლში დიდი ვეზირის დავალებით თურქულ ენაზე ვრცლად აღწერა ირანში მომხდარი ამბები.; მან დაწერა რამდენიმე თხზულება, რომლებიც მნიშვნელოვანი პირველწყაროა XVIII ს. I მეოთხედის ირანისა და ირან-საქართველოს ურთიერთობის შესასწავლად. ამ თხზულებებში არის ცნობები ირანში მოღვაწე ქართველების შესახებ (გიორგი XI, ქაიხოსრო ბატონიშვილი, ვახტანგ VI, ყულარაღასი როსტომი…). თბილისელი კათოლიკე, მისი წარმომავლობის შესახებ მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ერთნი მას სომეხად მიიჩნევენ (ინგლ. ისტ. ლ. ლოკარტი, სომეხი მემატიანე სარგის გილანეცი), მეორენი – ქართველად (ფრანგი ისტორიკოსი ლუი ანდრე მამიე-კლერაკი, ვ. გაბაშვილი, თ. ნატროშვილი, ი. ტაბაღუა და სხვ.). თვითონ იოსებ ქართველი თავისი ეროვნების შესახებ ამბობს: "Нации я грузинской из города Тифлиса" ("ეროვნებით მე ქართველი ვარ ქალაქ ტიფლისიდან"). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.335-336; qim.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |