The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი თაქთაქიშვილი

გივი თაქთაქიშვილი
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1974 წელს და ასპირანტურა 1981 წელს.

1974 წლიდან ეწევაა სამეცნიერო საქმიანობას: 1974-1978წწ. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი; 1978-1990 წლებში სსრ კავშირის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი, სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", მაჟორიტარი, ნაძალადევის N3 საარჩევნო ოლქი, ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქარტველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.170

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ეკონომიკის კომისია, თავმჯდომარე (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ეკონომიკური რეფორმების კომისია, წევრი (1990-1991)

გააზიარე: