შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა მოსკოვის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1934 წელს. 1925-1926წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1930 წელს ჯერ კიდევ სტუდენტი, დაინიშნა რეჟისორ-ლაბორანტად მოსკოვის მეორე სამხატვრო თეატრში; სხვადასხვა დროს მუშაობდა რეჟისორად ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის და საოლქო დრამატულ თეატრებში; II მსოფლიო ომის (1939-1945) დროს მონაწილეობდა ლენინგრადის დაცვაში, რისთვისაც დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით; 1947 წელს მოღვაწეობას იწყებს ქართულ თეატრებში; წლების განმავლობაში მუშაობდა სამხატვრო ხელმძღვანელად და დამდგმელ რეჟისორად ქუთაისის, სოხუმის, ფოთისა და თელავის დრამატულ თეატრებში; დადგა 25-მდე სპექტაკლი, მათ შორის აღსანიშნავია: ა. ყაზბეგის "ქეთევან დედოფალი", ა. ჩეხოვის "ივანოვი", ნ. გოგოლის "ქორწინება". უკანასკნელ წლებში მუშაობდა საქართველოს ფილარმონიის მთავარ რეჟისორად. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.337 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |