The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ იოსელიანი

მიხეილ იოსელიანი
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 1992  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს.

1954-1992წწ. მუ­შა­ობ­და გეოფიზიკის ინსტიტუტში; 1971-1992წწ. სეისმოძიების ­განყოფილების გამგე; მისი ძირითადი შრომები ეხება დედამიწის ქერქისა და ლითოსფეროს სიღრმული აგებულების შესწავლას, სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოფიზიკური მეთოდებით კვლე­ვას (სეისმოძიება, მაგნიტოძიება), საინჟინრო გეოლოგიის ამოცანების გადაწყვეტას; მან პირველმა გამოთქვა მოსაზრება კა­ხე­თის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილისა და კოლხეთის დაბლობის ზოგიერთი პერიფერიული უბნის ნავთობგაზიანობის პერსპექტიულობის შესა­ხებ. გეოლოგიის-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1990). გეოფიზიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.339; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.193

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: