შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ირემაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი უცხერი, ახლანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1944 წელს. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ იყო პოლიტიკური ეკონონომის კათედრის თანამშრომელი, 1960-1974წწ. კათედრის გამგე; 1962-1972წწ. პრორექტორი; 1949-1952წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს სსრ პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების საქალაქო, ხოლო შემდეგ საოლქო განყოფილების პასუხისმგებელ მდივნად. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ქიმიური მრეწველობის განვითარების საკითხებს საქართველოში. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიებისა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.353 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |