შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ თევზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა ნიჟნი-ნოვგოროდის (რუსეთის ფედერაცია) პოლიციის აკადემია იურისტ-სამართალმცოდნის კვალიფიკაციით 1991 წელს და ასპირანტურა 1999 წელს. 1987-2002წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე: 1991- 2002წწ. სამტრედიის შს რაიონული განყოფილება, ოპერრწმუნებული, უფროსი გამომძიებელი, კორუფციისა და ეკონ. დანაშაულთან ბრძოლის რეგიონალური განყოფილების უფროსის მოადგილე; 2002 წელს სამტრედიის სატრანსპორტო პოლიციის კრიმინალური პოლიციის უფროსი, დაცვის პოლიციის განყოფილების უფროსი; 2002-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, დამოუკიდებელი მაჟორიტარი N54 სამტრედიის საარჩევნო ოლქიდან. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.173 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |