Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით დვალი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა ქ. ზესტაფონის პედაგოგიური ტექნიკუმი 1935 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტზე გეოგრაფიის სპეციალობით, რომელიც 1939 წელს დაამთავრა. მუშაობა დაიწყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე ჯერ ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად. 1956 წლიდან იყო უფროსი მასწავლებელი და დოცენტი. კითხულობდა ლექციების კურსს საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიაში, დედამიწათმცოდნეობაში, მხარეთმცოდნეობასა და ტურიზმში. მისი სამეცნიერო კვლევის თემატიკა მოიცავდა იმერეთის, რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბუნებრივ პირობებს, მეტწილად რეკრეაციულ რესურსებს და სპელეოლოგიას. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი საკვლევი თემა, რომელთა ნაწილი დაიბეჭდა სამეცნიერო გამოცემებში. გამოცემული აქვს "ქუთისის ჰავის" ფერადი ბუკლეტი. წლების განმავლობაში საქმიანობდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ქუთაისის ფილიალში (შექმნიდან, 1951 წლიდან), იყო პრეზიდიუმის წევრი, მხარეთმცოდნეობისა და ტურიზმის სექციის ხელმძღვანელი, სწავლული მდივანი (1956 წლიდან). დოცენტი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.109; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.277 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |