Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ისმეთ დიასამიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მირვეთი, ხელვაჩაურის რაიონი. დაამთავრა აჭარისწყლის სახელმწიფო პედაგოგიური სასწავლებელი 1948 წელს; 1953 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი; 1956 წელს დაამთავრა ოდესის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეტეოროლოგიური ფაკულტეტის სპეცკურსი ინჟინერ-მეტეოროლოგიის კვალიფიკაციით; 1962-1966წწ. გაიარა საკავშირო ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ასპირანტურა. 1948-1949წწ. მუშაობდა სოფელ ჩიქუნეთის არასრული საშუალო სკოლის მასწავლებლად; 1956 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საქმთავარჰიდრომეტეოროლოგიის შავი ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის ცენტრის უფროსად. გამოქვეყნებული აქვს 71 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც შეეხება ზღვის ტალღების წარმოშობისა და პროგნოზირების, გრძელპერიოდიანი ტალღების ნავსადგურის აქვატორიებზე და ნავმისადგომებთან გემებზე ზემოქმედების, ზღვის გაჭუჭყიანებისა და ეკოლოგიის პრობლემებს. იყო შვი ზღვის საერთაშორისო პროგრამის შემსრულებელთაგანი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის საკითხში. მიღებული აქვს საზოგადოება "ცოდნის" ოქროს მედალი, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შავი ზღვის ნავსადგურების აქვატორიებში გრძელპერიოდიანი ტალღების ზემოქმედების დიაგნოზი და პროგნოზი", დაიცვა 1973 წელს (მოსკოვი). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.109 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |