შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-მეტეოროლოგის კვალიფიკაციით 1963 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს ჰიდრომეტსამსახურში, სადაც გაიარა გზა რიგითი ინჟინრიდან ჰიდრომეტეოროლოგიის ეროვნული ცენტრის უფროსამდე. 1999 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგიის კათედრის დოცენტი, კითხულობს ლექციების კურსს სინოპტიკურ მეტეოროლოგიაში, სახალხო მეურნეობის ჰიდრომეტეოროლოგიურ უზრუნველყოფაში და კლიმატოგრაფიაში. მის სადისერტაციო ნაშრომში დეტალურად არის განხილული მზის პირდაპირი და გაბნეული რადიაციის სპექტრის სამ უბანში სხივური ენერგიის განაწილების ცვლილება სხვადასხვა დახრის და ექსპოზიციის ფერდობებზე ჰორიზონტის დახურულობის გათვალისწინებით. გაანგარიშებულია ცის თაღის სიკაშკაშე ატმოსფეროს სხვადასხვა გაჭუჭყიანების, მზის ნებისმიერი სიმაღლისა და აზიმუტის პირობებში. მეცნიერის კვლევის სფეროში შედის ამინდის რიცხვითი პროგნოზების სქემების შემუშავება და მისი დანერგვა ოპერატიულ-პროგნოსტიკულ მუშაობაში. მის მიერ შემუშავებულია და 1966 წელს ოპერატიულ მუშაობაში დანერგილია გეოპოტენციალის პროგნოზის სქემა ატმოსფეროს საშუალო დონეზე, რომელიც საქართველოში იყო პირველი ასეთი სახის პროგნოსტიკული სქემა, რომლის რეალიზაცია მოხდა ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანის დახმარებით. 2003 წელს ოპერატიულ-პროგნოსტიკულ მუშაობაში დაინერგა მის მიერ თანაავტორობით დამუშავებული გაზაფხულის წყალდიდობის პარამეტრების პროგნოზის სტატისტიკური სქემა მდინარეების თეთრი, შავი და ფშავის არაგვის, იორის, ალაზნის, ქციასა და მაშავერასათვის. შრომების ნაწილი წყალსაცავების კლიმატის ცვლილებებზე შესაძლო გავლენას ეძღვნება. გამოქვეყნებული აქვს 40-მეტი სამეცნიერიო ნაშრომი. გარდა ამისა, პოპულარულ წერილებს აქვეყნებს პრესაში, აქვს გამოსვლები რადიოთი და ტელევიზიით. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1999). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ფერდობებზე მოსული მზის რადიაციის რეჟიმი", დაიცვა 1977 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.110
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |