The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა თოიძე

პაატა თოიძე
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1955
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 2016  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1977 წელს და ასპირანტურა 1983 წელს.

1977-1989წწ. ოდესის მშენებლობის ინსტიტუტის არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების კათედრის არქიტექტორი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ქობულეთის საპროექტო ბიუროს მთავარი არქიტექტორი; ოზურგეთის არქიტექტორთა და დიზაინერთა ასოციაციის არქიტექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საქართველოს ჰელსინკის კავშირი, მაჟორიტარი, ოზურგეთის N60 საარჩევნო ოლქი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 175

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს კულტურისა და განათლების კომისია, წევრი (1990-1991)

გააზიარე: