The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიომიდე გურგენიძე

დაბადების თარიღი:ივნისი, 1914  (110 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მუშა, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდარი, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა სოფელ ხიდარის ორკლასიანი სკოლა 1928 წელს და კიცხის კოლმეურნეობის ახალგაზრდობის სკოლა 1932 წელს. 1935-1938წწ. სწავლობდა ხარაგაულის მოზრდილთა საშუალო სკოლაში.

სოფლის საზოგადოებრივ მუშაობაში ჩაება 1933 წლიდან. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1937 წელს. მისი პირველი ლექსი "კოლმეურნის სიმღერა" დაიბეჭდა გაზეთ "ლენინის დროშაში". ლექსებს აქვეყნებდა გაზეთ "კომუნისტში" და სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.772

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: