შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ირემაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი 1998 წელს. 2007 წლიდან გ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2015 წლიდან კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი; გამოქვეყნებული აქვს სტატიები "სტენფორდის ფილოსოფიურ ენციკლოპედიაში"; არის არაერთი ფილოსოფიური და ლიტერატურის საზოგადოებისბის, მათ შორის შუა საუკუნეების კვლევის საერთაშორისო და სხვა საზოგადოებების წევრი; ცნობილი ფილოსოფიური წელიწდეულების რედაქტორ-გამომცემელი და სამეცნიერო-საგამომცემლო საბჭოს წევრი; მისი სამეცნიერო ნაშრომებია: "ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია"; "ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები, თარგმანები"; "ფრიდრიხ ნიცშეს რჩეულ თხზულებათა ქართულენოვანი აკადემიურ-კრიტიკული გამოცემა"; "აღმოსავლეთი და დასავლეთი – კულტურათა დიალოგი"; "Philosophie und Sozialtheorie" (Berlin) და სხვ. (გამოქვეყნებულია მრავალ ენაზე); მის ფილოსოფიურ ნაშრომების ანალიზს მიეძღვნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ნეოპლატონიზმი და თანამედროვეობა" (2008), არაერთი სამეცნიერო სტატია, კრებული და მონოგრაფია. უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მის სამეცნიერო ნაშრომებს მიიჩნევენ ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ნეოპლატონიზმის კონცეფციათა ორიგინალურ ფილოსოფიურ კვლევად, რაც გამოიხატა ამ მემკვიდრეობის ტიპოლოგიურ-სისტემური ინტერპრეტაციის ახალი, ინტერკულტურული მოდელის შემუშავებით. ფილოსოფიის ისტორიის კვლევის ამ ინტერკულტურულმა მოდელმა დარგის არაერთი ცნობილი წარმომადგენლის საგანგებო ყურადღება მიიქცია. მის სახელთან არის დაკავშირებული კავკასიური ფილოსოფიის ცნების შემოტანა თანამედროვე ფილოსოფიურ დისკურსში და ამ მეტად საინტერესო თეორიული მემკვიდრეობის შესახებ ისტორიულ-სისტემური კვლევა-ძიების დაწყება; ფილოსოიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2007); ბოხუმის უნივერსიტეტში (გერმანია) დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში" (2003). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.352 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |