The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალი ისაევ-ავარსკი

ალი ისაევ-ავარსკი
Date of birth:29 December, 1936
Date of death:28 October, 2025  (at 88 years)
Category:Actor/Actress, Poet, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: აული ობოხი, გუნიბის რაიონი, დაღესტანი. 

დაამთავრა კინოსტუდია "ქართულ ფილმთან" არ­სე­ბუ­ლი კინომსახიობთა სასწავლო სტუდია (ხელმძღვანელები: ე. შენგელაია, რ. ჩხეიძე) 1974 წელს.

განსახიერებული აქვს "ქართული ფილმი"-ს და საზღვარგარეთის კინოსტუდიების მიერ დადგმულ მხატვრულ ფილმებში მრავალი ეკრანული სახე: "დიდოსტატის მარჯვენა" (1970), "ქორწილი" (1973), "ლევან ხიდაშელი" (1973), "საჰაერო ხიდი" (1974), "გაქცევა გათენებისას" (1975), "კოლხური ბალადა" (1975), "კავკასიელი ტყვე" (1975), "მიზანი" (1979), "მშობლიურო ჩემო მიწავ /რაიკომის მდივანი/" (1980), "თბილისი, პარიზი, თბილისი" (1980), "წითელი ვაშლების ხანა" (1981), "ცეცხლოვანი გზები" (1978-1984), "წიგნი ფიცისა" (1983), "გაზაფხული გადის" (1983), "ზოგი ჭირი მარგებელია" (1984), "ამბავი სურამის ციხისა" (1984), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (1984), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (1989), "შამილი - სამოთხე ხმლების ჩრდილ ქვეშ" (1992) და სხვა; გადაღებული აქვს დოკუმენტური ტრილოგია: "სა­ქარ­თვე­ლო და დაღესტანი. მიზიდულობის ფორმულა", "რასულ გამზათოვი და საქარ­თვე­ლო" (1998), "სა­ქარ­თვე­ლო დაღესტნელთა თვალით" (2002), "ქართველების თვალით დანახული დაღესტანი" (2010). ავტორია პროზაული და პოეტური ნაწარმოებებისა: "დაღესტნური რტო ქართულ მუხაზე" (1978), "მთიელი ჭაბუკის ფიცი" (1986), "გზა მშვიდობისა" (1986), "ამბავი ერთი სიყვარულისა" (2000), "არწივის ბუდე" (2009), "გულის ძახილი სისხლის ყივილი" (2010), "ქვეყანა, სადაც სიყვარული მეფობს" (სამტომეული ქართულ 2006–2008, რუსულ 2011–2012 ენებზე) და სხვა; მიღებული აქვს დაღესტნის რესპუბლიკის მედალი – "შამილი" (1998), აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის ჯილდო ქართულ-დაღესტნური და აფხაზეთის ომის დროს შეტანილი წვლილისთვის (2017) და საქართველოს კინოაკადემიის და მწერალთა კავშირების ჯილდოები. კინომსახიობი.
წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველოს კინოაკადემია/Georgian Film Academy: facebook.com

Member of Organizations

  • საქართველოს კინო-აკადემია, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 2008 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1985 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: