The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუკა ისარლიშვილი

ლუკა ისარლიშვილი
სხვა სახელი:ლუკა ისარლოვი
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1814
გარდაცვ. თარიღი:11 სექტემბერი, 1893  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოლოლაკის კათოლიკეთა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის გიმ­ნაზია 1833 წელს.

სწავლობდა ნ. ბა­რათა­შვილთან ერთად, რომელზეც საინტერესო მოგონება დატოვა; სხვა­და­სხვა წლებში მსახურობდა თბილისის, ქუთაისის, გორის, ახალ­ციხის ადმინისტრაციულ, სასწავლო და სასამართლო დაწესებულებებში. ერთგული დამ­ცველგამტარებელი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ცარიზმის ოფიციალური პოლიტიკისა, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ გამომჟღავნდა 1881-1888წწ., როცა "კავკასიის საცენზურო კომიტეტში" მსახურობდა უმცროს ცენზორად და მდივნად. ამ თანამდებობაზე ყოფნისას ის ქართულ ჟურნალ-გაზეთებს უკრძალავდა ნებისმიერი ისეთი მასალის გამოქვეყნებას, რომელიც არ ეთანხმებოდა გაბატონებულ სახელმწიფო იდეოლოგიას. თანამედროვენი მას მიაწერენ გაზეთ "დროების" დახურვის ინიციატივას; თანამშრომლობდა ქართული ("ცისკარი") და რუსული ("კავკაზ", "ტიფლისსკი ვესტნიკ", ­"ტიფლის­სკი ლისტოკ", "გოლოს"...) პრესასთან, აქვეყნებდა ორიგინალურ თუ ნათარგმნ ლექსებს, ქართველოლოგიურ სამეცნიერო და სამეცნიერო-პო­პულარული ხასიათის თხზუ­ლებებს, მემუარებს. ცენზორი, სა­ხელმ­წიფო მოხელე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.359; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.467

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: