The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცეცილია დონაძე

ცეცილია დონაძე
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1954  (71 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წესი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1981 წელს.

1979-1990წწ. კარტოგრაფი, უფროსი ლაბორანტი, გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 1990-2002წწ. ასისტენტი, მასწავლებელი, გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი; 2002-2006წწ. – დოცენტი, გეოგრაფია–გეოლოგიის  ფაკულტეტი; 2006-2012წწ. – ასოცირებული პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი. გამოქვეყნებული აქვს 48 სამეცნიერო პუბლიკაცია. კვლევითი ინტერესების სფერო: გამოყენებითი და ანთროპოგენური გეომორფოლოგია, გრავიტაციული პროცესები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეწყრული მოვლენების განვითარების კანონზომიერებანი და მათი შესწავლის სამეურნეო მნიშვნელობა", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.111; tsu.ge

ბიბლიოგრაფია

  • იმერეთის მეწყრები : განვითარების კანონზომიერება და მათი შესწავლის სამეურნეო მნიშვნელობა (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2013. - 148გვ.. - ISBN: 9789941179556
  • ზოგადი დედამიწისმცოდნეობა : სალექციო კურსი (თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2013. - 308გვ. . - ISBN: 9789941132872

გააზიარე: