The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯამბაკურ გურიელი

ჯამბაკურ გურიელი
სხვა სახელი:ჯაბა  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1902
კატეგორია:დიდგვაროვანი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

ხშირად უწევდა შუამდგომლობას მეფის მთავრობასთან დევნილ-შევიწროებულ მოსახლეობას. 1879 წელს, მუდმივმოქმედ ქართულ თეატრალურ დასს ფოთში მოგზაურობისა და გასტროლების დროს, თავის მეუღლესთან, ულამაზეს ელეონორასთან ერთად დიდი მასპინძლობა გაუწია. პირველმა უჩვენა ქართველ მსახიობებს გურული ხალხური შემოქმედების ნიმუშები - ცეკვა, სიმღერა და სხვ. ცნობილი იყო თავისი ქველმოქმედებით, სარგებლობდა გავლენითა და ავტორიტეტით, დიდ დახმარებას უწევდა ქართულ კულტურას, მფარველობდა პოლიტიკურ დევნილებს. მამია და ტელემაკ (ალექსანდრე) გურიელების ძმა. "ვეფხისტყაოსნის" დასურათებისას მიხაი ზიჩიმ ჯამბაკურ გურიელი ფარსადან მეფის ტიპაჟისათვის გამოიყენა. მგალობელი, ქველმოქმედი.

 წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.784


გააზიარე: