The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო დორეული

ნინო დორეული
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1959 წელს.

1961-1964წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, რის შემდეგ მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტში. აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეძღვნება მოსახლეობის გეოგრაფიის და მომსახურე სფეროს დარგების განვითარების საკითხებს. ასევე, საქართველოს შიდა და საგარეო ვაჭრობის პრობლემებს. მონაწილეობა მიიღო 13-მდე კოლექტიურ მონოგრაფიაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის გეოგრაფია და შრომითი რესურსების გამოყენების საკითხები", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.113-114

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: