Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ისელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1972 წელს; სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია 1986 წელს (მოსკოვი). სპორტული კარიერა დაიწყო 1961 წელს; 1965-1981წწ. თამაშობდა "თბილისის დინამოში" (გუნდის კაპიტანი); 1967-1980წწ. იყო სსრკ ნაკრების წევრი; 1966 წელს სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი; საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის (1979), მეორე და IV სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1967); ორივე სპარტაკიადის საუკეთესო ბომბარდირი. სსრკ ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში (1967, გერმანია; 1968, კუბა) "ოლიმპიური თამაშების იმედის" ტურნირებში გამარჯვებული; მსოფლიო სტუდენტური თამაშების (უნივერსიადა) ორგზის გამარჯვებული (1970, 1973) და საუკეთესო ბომბარდირი (1973), ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1974). მრავალი საერთაშორისო ტურნირის (მ. შ. "ახალზელანდიური თამაშების" 1975, კრაისჩერჩი) გამარჯვებული. სპორტსაზოგადოება "დინამოს" საბჭოს ხელმძღვანელი (1990–1994). 2009 წლიდან საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი, წყალბურთელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.360-361 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |