The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იბრაჰიმ ისფაჰანლი

იბრაჰიმ ისფაჰანლი
Legal name:იბრაჰიმ ჰუსეინზადე
Date of birth:10 March, 1887
Date of death:13 October, 1967  (at 80 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1909-1917 წლებში თბილისის სახალხო თეატრის, ეგრეთ წოდებული ზურაბაშვილების სახლთან არსებული მუსლიმანურ-თათრული საზოგადოების სექციის მსახიობია. 1917-1918 წლებში ამ დრამატულ ჯგუფთან ერთად საგასტროლოდ მიემგზავრება ირანსა და თურქეთში. 1921 წელს ეს ჯგუფი გადაკეთდა აზერბაიჯანულ სახელმწიფო დრამატულ თეატრად, რომლის მსახიობი და თეატრი იყო 1928 წლამდე და 1930-1934 წლებში. 1921 წელს ეს ჯგუფი გადაკეთდა აზერბაიჯანულ სახელმწიფო დრამატულ თეატრად, რომლის მსახიობი და თეატრის რეჟისორი იყო 1928 წლამდე და 1930-1934 წლებში. ი. ისპაჰანლი იყო საქართველოში აზერბაიჯანული თეატრის ერთ-ერთი დამსახურებული მოღვაწე. იგი ფართო დიაპაზონის მსახიობია. შექმნილი აქვს როგორც ტრაგიკული, ასევე კომედიური მხატვრული სახეები. წარმატებული აღმოჩნდა მის მიერ შესრულებული როლები: ჰამლეტი, იაგო (უ. შექსპირის "ჰამლეტი", "ოტელო"), ხლესტაკო­ვი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ანზორი (ს. შანშია­შვი­ლის "ანზორი"), კარლი, ფრანცი, ფერდინანდი (ფ. შილერის "ყაჩაღები" და "ვერაგობა და სიყვარული"), ელ ხანი (ჯ. ჯაფარლის "ცეცხლის პატარძალი"), ისკანდერი (კ. კურზაადეს "მკვდრები") და სხვა. მას მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებდა ქართველ კოლეგებთან: ა. ხორავასთან, ს. შანშიაშვილთან, შ. დადიანთან და სხვებთან. მონაწილეობდა ქართველი ავტორების პიესების სცენურ განხორციელებაში (ა. წერეთლის "კინტო", ს. შანშია­შვი­ლის "ანზორი" და სხვ.). მისი მოღვაწეობა განამტკიცებდა ორ ქვე­ყა­ნას შორის არსებულ კულტურულ კავშირებს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.390; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.28

Awards and Honors

  • 1932 - სა­ქართველოს სახალხო არტისტი

Share: