The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ იშხნელი

ოთარ იშხნელი
Date of birth:20 April, 1921
Date of death:1992  (at 70 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა სამხედრო სამეთაურო კურსები ქ. ლვოვში.

1939 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1939-1945წწ. II მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჩაება ბრძოლებში ბრო­დის, ლვოვის, ტერნოპოლის, ჟიტომირის, კრემენჩუგის, პოლტავის, ბოგოლიუ­ბოვოს და ხარკოვის მიმართულებით; 1941 წელს ჩავარდა ტყვედ; იმყოფებოდა ხარკოვის, პოლტავის, კრემენჩუგის ტყვეთა ბანაკებში; თავდაპირველად გადაიყვანეს რუმინეთში, ხოლო 1943 წლის ბოლოს – სამხრეთ საფრანგეთში; 1942 წლიდან იყო ტყვეთა ბანაკების არალეგალური ანტიფაშისტური ორგანიზაციის ხელმძღვა­ნელი; 1944 წლის დასაწყისში მისი ხელმძღვანე­ლობით მოეწყო ტყვეთა აჯანყება, რომელიც გადაიზარდა პარტიზანულ მოძრაობაში ქ. კარბოსთან მდებარე "ლაპლანების ტყეში"; 1944 წლის აგვისტოში, როდესაც დაიწყო საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის საერთო ­გამოსვლები, მათ უკვე გაერთიანებული ძალით ­აიღეს ქ. ალბი (დეპარტამენტის ­ცენტრი). წინააღმდეგობის შტაბმა მას დაავალა რეგულარული სამხედრო ფორმირების შექმნა; შეიქმნა პოლკი, რომლის მეთაურად დაინიშნა; პოლკში საბჭოთა მეომრებთან ერ­თად ირიცხებოდნენ ფრანგები, ესპანელები, პოლონელები, იუგოსლავები და სხვ.; ის ფრანგებისათვის ცნობილი იყო "მაკი ჟორჟიენის" სახელით. როცა ქ. ტულუზის განთავისუფლებისადმი მიძღვნილი დიდი აღლუმი გაიმართა, ტრიბუნაზე იდგნენ მარშალი დე გოლი, პოლკოვნიკი კენინგი და "მაკი ჟორჟიენი"; 1945 წლის ოქტომბერში  სამშობლოში დაბრუნდა; ტყვედ ყოფნის გამო იყო რეპრესირებული – მიესაჯა 20 წლით პატიმრობა; 1955 წლის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს; დაჯილდოებუ­ლია საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი – ორდენით "სამხედრო ჯვარი ხმლითა და ვერცხლის ვარს­კვლავით", "მამაცობის" ორდე­ნით, და მედლით "წინააღმდეგობისათვის" და სხვა; საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საფრანგეთის არმიის პოლკოვნიკი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.404


Share: