შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ ელიზბარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ატმოსფეროს ფიზიკის სპეციალობით 1995 წელს. 1995 წელს მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში; 1996 წელს ჩაირიცხა მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. იმავე წელს გაიგზავნა ისრაელში ასპირანტთა კურსებზე კვალიფიკაციის ასამაღლებლად სპეციალობაში "მონაცემთა ბაზების დამუშავება აგრომეტეოროლოგიაში" და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი. 1999 წელს მიენიჭა პრეზიდენტის სახელობის სტიპენდია. სამეცნიერო ინტერესები: გეოგრაფიული საინფომაციო სისტემების გამოყენება გეოგრაფიული, ეკოლოგიური და სოციალური საკითხების ანალიზისათვის; რეგიონალური კლიმატური ცვლილებები; ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური მოვლენები; ლანდშაფტური მეცნიერებები. თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. მიღებული აქვს საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ახალგაზრდა მეცნიერთა პრემია (2003). გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტემპერატურსი ველის ემპირიული მოდელის აგება მთიანი ქვეყნების პირობებში" (საქართველოს მაგალითზე), დაიცვა 1999 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.116; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |