The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრო გძელიშვილი

ოფიციალური სახელი:ალექსანდრე გძელიშვილი
სხვა სახელი:ა. გ.  (ფსევდონიმი)
გ. ანიძე  (ფსევდონიმი)
განი  (ფსევდონიმი)
ერედველი  (ფსევდონიმი)
ვინმე სანგანიძე  (ფსევდონიმი)
მოგზაური  (ფსევდონიმი)
ობოლი  (ფსევდონიმი)
ს-გ.  (ფსევდონიმი)
ს-გ. ა.  (ფსევდონიმი)
ს. გ.  (ფსევდონიმი)
ს.-გ.  (ფსევდონიმი)
სან განი-ძე  (ფსევდონიმი)
სან განიძე  (ფსევდონიმი)
სან-გან-იძე  (ფსევდონიმი)
სან-განიძე  (ფსევდონიმი)
სანგარიძე  (ფსევდონიმი)
სანდრო გორელი  (ფსევდონიმი)
სანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1888
გარდაცვ. თარიღი:11 იანვარი, 1922  (33 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ერედვი, გორის რაიონი.

დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სასულიერო სემინარიის სამი კლასი.

1905 წლის გლეხთა მოძრაობაში მონაწილეობის გამო, ხელისუფლებამ მშობლიური სოფლიდან გააძევა. 1908 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ "დროებასთან". 1910 წელს, როდესაც "დროება" დაიხურა ხელმძღვანელობდა "სახალხო გაზეთს". 1910 წლის 19 აგვისტოს დაიჭირეს და სხვებთან ერთად მეტეხის ციხეში ჩასვეს, ხოლო შემდეგ 3 წლით ციმბირში გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეების უკეთ შესწავლის მიზნით, სისტემატურად აწყობდა ექსკურსიებს და წერილებს გაზეთებში აქვეყნებდა. წერდა სახელმწიფო მოხელეებისა და ჩინოვნიკების უსამართლობის წინააღმდეგ. დაწერა "ფიქრები სიკვდილით დასჯის შესახებ" ("ხმა კახეთისა", 1913, №76), "მოვიფშვნიტოთ თვალნი" ("სახალხო გაზეთი", 1913). თარგმიდა შერჩევით, იდეურ ნაწარმოებებს. დასაბეჭდად გამზადებული დარჩა ხელნაწერი "ქალთა შრომა და ქალთა საკითხი" (პროფესორ პირსტროფის წიგნიდან გადმოკეთებული). 1916-1918წწ. სამუსლიმანო საქართველოში, ელენე ციცქიშვილთან (შემდეგ მისის მეუღლე) და პელო გელაშვილთან ერთად, გახსნა კოოპერატორთა და მომხმარებელთა საზოგადოება, მოაწყო კურსები მოზრდილთათვის, ქართველ მუსლიმებში შეიტანა ეროვნული ცნობიერება. მათ შესახებ წერდა ჟურნალ-გაზეთებში, ამხელდა ჯაშუშებს, მოღალატეებსა და ხალხის მტრებს, რისთვისაც  ჟანდარმერიამ ისევ დააპატიმრა, მაგრამ თვითმპყრობლობის დამხობის გამო (1917 წლის 28 თებერვალი) სასჯელს გადაურჩა. 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მდივან-მწიგნობრის თანაშემწედ მიიწვიეს.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.784


გააზიარე: