შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ კადენეცი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მერხეული, გულრიფშის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საშუალო სკოლა სოხუმში, შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტზე (დაუსწრებლად). 1976-1977წწ. მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე: იყო საქართველოს კომპარტიის სოხუმის რაიონული კომიტეტის მდივანი; 1977-1980წწ. საქართველოს ალკკ ცკ მდივანი; 1980-1991წწ. საქართველოს კომპარტიის სოხუმის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი; 1980-1991წწ. აფხაზეთის ასს რესპუბლიკისის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1993-1999წწ. მუშაობდა საქართველოს საბაჟო სტრუქტურაში; მინიჭებული აქვს საბაჟო სამსახურის სახელმწიფო მრჩევლის წოდება (1996); 1993 წელს დააარსა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საქართველოს კაზაკთა კავშირი", არის კაზაკთა კავშირის უმაღლესი ატამანი; გენერალ-ლეიტენანტი; დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით, მათ შორის კაზაკთა ორდენით. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.418; geworld.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.206 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |