The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ კადენეცი

ვასილ კადენეცი
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მერხეული, გულრიფშის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საშუალო სკო­ლა სოხუმში, შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტზე (დაუსწრებლად).

1976-1977წწ. მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე: იყო სა­ქართველოს კომპარტიის სოხუმის რაიონული კომიტეტის მდივანი; 1977-1980წწ. საქართველოს ალკკ ცკ მდივანი; 1980-1991წწ. საქართველოს კომპარტიის სოხუმის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი; 1980-1991წწ. აფხაზეთის ასს რესპუბლიკისის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1993-1999წწ. მუშაობდა საქართველოს საბაჟო სტრუქტურაში; მინიჭებული აქვს საბაჟო სამსახურის სა­ხელმწიფო მრჩევლის წოდება (1996); 1993 წელს დააარსა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საქართველოს კაზაკთა კავშირი", არის კაზაკთა კავშირის უმაღლესი ატამანი; გენერალ-ლეიტენანტი; დაჯილდოებულია სა­ხელმწიფო ჯილდოებით, მათ შორის კაზაკთა ორდენით. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.418; geworld.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.206

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კაზაკთა მსოფლიო საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: