შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ კავაზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 1957-1959წწ. გამოდიოდა თბილისის "დინამოში"; 1960–1968წწ. მოსკოვის "ტორპედოში"; 1969-1971წწ. მოსკოვის "სპარტაკში"; ქუთაისის "ტორპედოში" (1972), კოსტრომის "სპარტაკში" (1974); სსრკ ნაკრების წევრი (29 მატჩი); მსოფლიო ჩემპიონატების (1966, 1970) მონაწილე. სსრკ ჩემპიონატში ჩაატარა 274 შეხვედრა. ლ. იაშინის სახ. სიმბოლური კლუბის წევრი (163 მატჩში არ გაუშვა გოლი); არის სსრკ მესამე პრიზიორი (1959, 1968, 1970), სსრკ მეორე პრიზიორი (1961, 1964), სსრკ წლის მეკარე (1965, 1967). კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა კოსტრომის "სპარტაკს", ასევე ჩადისა (1976-1977) და გვინეის (1985-1986) ეროვნულ ნაკრებებს. რუსეთის ფედერაციის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი, რუსეთის ფედერაციის საექსპერტო კომიტეტის ხელმძღვანელი. ფეხბურთელი (მეკარე). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.420; worldsport.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |