The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ კავაზაშვილი

ანზორ კავაზაშვილი
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

1957-1959წწ. გამოდიოდა თბილისის "დინამოში"; 1960–1968წწ. მოსკოვის "ტორპედოში"; 1969-1971წწ. მოსკო­ვის "სპარტაკში"; ქუთაისის "ტორპედოში" (1972), კოს­ტრომის "სპარტაკში" (1974); სსრკ ნაკრების წევრი (29 მატჩი); მსოფლიო ჩემპიონატების (1966, 1970) მონაწილე. სსრკ ჩემპიონატში ჩაატარა 274 შეხვედრა. ლ. იაშინის სახ. სიმბოლური კლუბის წევრი (163 მატჩში არ გაუშვა გოლი); არის სსრკ მესამე პრიზიორი (1959, 1968,  1970), სსრკ მეორე პრიზიორი (1961, 1964), სსრკ წლის მეკარე (1965, 1967). კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა კოსტრომის "სპარტაკს", ასევე ჩადისა (1976-1977) და გვინეის (1985-1986) ეროვნულ ნაკრებებს. რუსეთის ფედერაციის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი, რუსეთის ფედერაციის საექსპერტო კომიტეტის ხელმძღვანელი. ფეხბურთელი (მეკარე). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.420; worldsport.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - სსრკ თასის მფლობელი
  • 1969 - სსრკ ჩემპიონი
  • 1968 - სსრკ თასის მფლობელი
  • 1967 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1965 - სსრკ ჩემპიონი

გააზიარე: