შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კავილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1953 წელს. 1954 წელს მუშაობდა ობნინსკის (რუსეთი) ატომურ ელექტროსადგურზე; 1955 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე; 1962 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიაში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1976-2006წწ. იყო ამ ლაბორატორიის ბაზაზე შექმნილი (რესპუბლიკასა და ყოფილ სსრკ-ში პირველი) მას-სპექტრომეტრული ცენტრის გამგე; წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა იზოტოპების ფიზიკა, მას-სპექტრომეტრია, გამოყენებითი ბირთვული ფიზიკა; გამოირჩეოდა აქტიური და პრინციპული სამოქალაქო პოზიციით. მონაწილეობდა ჩერნობილის კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო კომისიის მუშაობაში. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და რამდენიმე გამოგონებისა; ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2000). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.423; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.30-31 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |