The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ კავილაძე

მიხეილ კავილაძე
დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1928
გარდაცვ. თარიღი:12 იანვარი, 2017  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1953 წელს.

1954 წელს მუშაობდა ობნინსკის (რუსეთი) ატომურ ელექტროსადგურზე; 1955 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე; 1962 წლიდან  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიაში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1976-2006წწ. იყო ამ ლაბორატორიის ბაზაზე შექმნილი (რესპუბლიკასა და ყოფილ სსრკ-ში პირველი) მას-სპექტრომეტრული ცენტრის გამგე; წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა იზოტოპების ფიზიკა, მას-სპექტრომეტრია, გამოყენებითი ბირთვული ფიზიკა; გამოირჩეოდა აქტიური და პრინციპული სამოქალაქო პოზიციით. მონაწილეობდა ჩერნობილის კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო კომისიის მუშაობაში. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და რამდენიმე გამოგონებისა; ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.423; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.30-31

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: