The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ კავილაძე

დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1919
გარდაცვ. თარიღი:17 ოქტომბერი, 1994  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1940 წელს.

1941 წელს საბჭოთა არმიაში იყო ლეგიონის სანიტარული სამსახურის უფროსი. 1946-1950წწ. მუ­შა­ობ­და ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ. 1950–1967წწ. საბჭოთა არმიის რიგებშია. 1967– 1972 იყო სა­ქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეცნიერებისა და სამედიცინო სასწავლებლების მთავარი სამმართველოს უფროსის მო­ად­გი­ლე, 1972-1974წწ. – უფროსი; 1974-1978წწ. მუ­შა­ობ­და სა­ქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სა­ხელმწიფო კომიტეტის მედიცინისა და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეცნიერების განყოფილებაში, 1978-1993წწ. ამავე კომიტეტის სამეცნიერო-საორგანიზაციო განყოფილების უფროსად. იკვლევდა ადამიანის პარაზიტულ დაავადებებს, მიღწეული შედეგების სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვამ ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მთელ რიგ ინფექციურ, მ. შ. პარაზიტულ და ტროპიკულ სნეულებათა ლიკვიდაციას ან მკვეთრ შემცირებას. პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.423

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - სა­ქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვა­წე

ბიბლიოგრაფია

  • ეპიდემიოლოგია : სახელმძღვ. საშ. სამედ. სასწავლებლების მოსწავლეთათვის (თანაავტორი). - თბილისი, განათლება, 1981. - 279გვ.
  • გიორგი მარუაშვილი : ბიობიბლიოგრაფია (თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1981. - 219გვ.
  • მეცნიერი და მოქალაქე : საქართველოში მიკრობიოლოგიისა და ჰიგიენის ფუძემდებლის ს. ამირეჯიბის ცხოვრება და მოღვაწეობა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1980. - 59გვ.

გააზიარე: