Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ კავილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1940 წელს. 1941 წელს საბჭოთა არმიაში იყო ლეგიონის სანიტარული სამსახურის უფროსი. 1946-1950წწ. მუშაობდა ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ. 1950–1967წწ. საბჭოთა არმიის რიგებშია. 1967– 1972 იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეცნიერებისა და სამედიცინო სასწავლებლების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, 1972-1974წწ. – უფროსი; 1974-1978წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის მედიცინისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების განყოფილებაში, 1978-1993წწ. ამავე კომიტეტის სამეცნიერო-საორგანიზაციო განყოფილების უფროსად. იკვლევდა ადამიანის პარაზიტულ დაავადებებს, მიღწეული შედეგების სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვამ ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მთელ რიგ ინფექციურ, მ. შ. პარაზიტულ და ტროპიკულ სნეულებათა ლიკვიდაციას ან მკვეთრ შემცირებას. პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.423 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |