The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა თუშმალიშვილი

მედეა თუშმალიშვილი
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1944  (81 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ქვეყნების ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1966 წელს და  მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1972 წელს.

1972-1992წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. საფრანგეთში მოღვაწე პოლიტიკოსი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 178

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დასავლეთში მცხოვრებ ქართველთა გაერთიანება "ქარტია – 2010", დამფუძნებელი (2010-)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომისია, წევრი, თავმჯდომარე (1990-1991)

გააზიარე: