შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხოშა-ოთარ დადიშქელიანი![]()
ბიოგრაფიაოთარი დადიშქელიანი იყო უშგულელების მიერ მოკლული ფუთა დადიშქელიანის შთამომავლი. ჰყავდა ძმები-სორთმან და დუდაუ, რომელთა შთამომავლობა განუწყვეტელ კლანურ კონფლიქტებში ამოწყდა. გადარჩა მხოლოდ ოთარის შტო ("ოთარშა"). 1857 წელს კავკასიის არმიის მთავარ შტაბში შედგენილი გენეალოგიური ნუსხის მიხედვით ოთარს ჰყავდა შვილები - როსტომ ხანი და თენგიზი, შემდგომდროინდელი დადიშქელიანების წინაპრები. ოთარი იხსენიება ასევე სვანურ ფოლკლორში. XIX საუკუნის დადიშქელიანები თავს ხოშა-ოთარის (დიდი ოთარი, კარგი ოთარი) შთამომავლებად თვლიდნენ. სვანი მთავარი. წყარო: ძველი და ახალი სვანეთი /ეგნატე გაბლიანი.- ტფ., 1925.–გვ. 66-67
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |