The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხოშა-ოთარ დადიშქელიანი

ოფიციალური სახელი:ოთარ დადიშქელიანი
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1750
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ოთარი დადიშქელიანი იყო უშგულელების  მიერ მოკლული ფუთა დადიშქელიანის შთამომავლი. ჰყავდა ძმები-სორთმან და დუდაუ, რომელთა შთამომავლობა განუწყვეტელ კლანურ კონფლიქტებში ამოწყდა. გადარჩა მხოლოდ ოთარის შტო ("ოთარშა"). 1857 წელს კავკასიის არმიის მთავარ შტაბში შედგენილი გენეალოგიური ნუსხის მიხედვით ოთარს ჰყავდა შვილები - როსტომ ხანი და თენგიზი, შემდგომდროინდელი დადიშქელიანების წინაპრები. ოთარი იხსენიება ასევე სვანურ ფოლკლორში. XIX საუკუნის დადიშქელიანები თავს ხოშა-ოთარის (დიდი ოთარი, კარგი ოთარი) შთამომავლებად თვლიდნენ. სვანი მთავარი.

წყარო: ძველი და ახალი სვანეთი /ეგნატე გაბლიანი.- ტფ., 1925.–გვ. 66-67


გააზიარე: