შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. ჩიტას სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1977 წელს. 1977-1980წწ. იყო ქალაქ ჩიტას რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგი; 1982–2006წწ. მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრაზე; 2006 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ანატომიის მიმართულების ხელმძღვანელი; არის მრავალი სამეცნიერო შრომისა და 2 მონოგრაფიის ავტორი, რომლებიც ეხება ღეროვანი უჯრედებისა და ქსოვილების ბიოინჟინერიას, ტრანსპლანტოლოგიის აქტუალურ საკითხებს; ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2000). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 472; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.331 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |