The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ ერქომაიშვილი

ომარ ერქომაიშვილი
Date of birth:12 November, 1941
Date of death:16 December, 1984  (at 43 years)
Category:Geographer, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1964 წელს.

მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც სიცოცხლის ბოლო დღეებამდე მოღვაწეობდა. პირველი ათწლეული სამხედრო ალპინიზმის განვითარებისათვის საქმიანობდა. იგი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მთამსვლელი გუნდის ცენტრალური ფიგურა იყო. მან 1965-1970წწ. სსრკ შეიარაღებული ძალების პირველობაზე სპორტული ასვლების სხვადასხვა კლასში ხუთჯერ მოიპოვა ჩემპიონობა. დალაშქრული აქვს უშბა, შხელდა, შხარა, ჩატინი, კავკასიონისა და პამირის მრავალი რთული მწვერვალი. იგი იყო საუკეთესო წარმომადგენელი სპორტსმენთა იმ თაობისა, რომელმაც მიხეილ ხერგიანის მხარდამხარ ხელი შეუწყო საქართველოში კლდეზე ცოცვის შემდგომ განვითარებას. ომარ ერქომაიშვილი, როგორც ინსტრუქტორი, სისტემატურად მონაწილეობდა მასობრივი ასვლების ორგანიზაციაში და ბევრი ახალბედა აზიარა მთამსვლელობას, ასწავლა მთის სიყვარული, ერთგულება და თავდადება. მდიდარი მთამსვლელური გამოცდილება და ოსტატობა მან მეცნიერებაშიც შემოიტანა - მყინვარებისა და მიწისქვეშა სამყაროს შესწავლას მოახმარა. მის სახელთან არის დაკავშირებული მრავალი ურთულესი სიღრმითი ჩასვლა კარსტულ მღვიმეებსა და უფსკრულებში, დიდი ღვაწლი დასდო ახალი ათონის მღვიმური სისტემის გამოკვლევისა და ათვისების საქმეს. დიდია მისი წვლილი ქართული გლაციოლოგიის განვითარებაშიც. აქტიურად მონაწილეობდა და მოთავეობდა სამეცნიერო-ექსპედიციებს კავკასიონის მყინვარებზე. სწორედ ზემოაღნიშნულ საკითხებს ეხებოდა მისი ნაშრომები. მთამსვლელი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.120


Share: