Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იამზე ეცეტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ალ. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით 1976 წელს. 1976-1979წწ. მუშაობდა 95-ე პროფტექნიკურ სასწავლებეში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1979-1983წწ. გაიარა იმავე ინსტიტუტის ასპირანტურა. პარალელურად იყო ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის მასწავლებელი საათობრივი ანაზღაურებით; 1983 წლიდან მუშაობს ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. ამავე დროს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკაში; 1989 წლიდან ამავე უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის მასწავლებელია, ხოლო შემდეგ დოცენტი. მუშაობდა აგრეთვე საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელთა მეთოდგაერთიანებას, კითხულობდა ლექციების ციკლს ქალაქისა და ცენტრალურ მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში. მიღებული აქვს "სახალხო განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშანი (1984), I ხარისხის დიპლომი "წლის საუკეთესო მასწავლებელი" (1987), 1988 წელს მიენიჭა "მეთოდისტ-მასწავლებლის" წოდება. გამოქვეყნებული აქვს 11 სამეცნიერო ნაშრომი. პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "განმეორება როგორც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის ამაღლების და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ფაქტორი ფიზიკური გეოგრაფიის კურსში", დაიცვა 1989 (მოსკოვის მეთოდებისა და შინაარსების ინსტიტუტი). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.121
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |