The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცარო ვაშაკიძე

ცარო ვაშაკიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1940
გარდაცვ. თარიღი:1 დეკემბერი, 2024  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: კურორტი აბასთუმანი, ადიგენის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი კარტოგრაფიის სპეციალობით 1964 წელს.

1965-1966წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფის ინსტიტუტის კარტოგრაფიულ განყოფილებაში კარტოგრაფად. 1966 წელს გადაყვანილ იქნა ახლად დაარსებულ ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში კარტოგრაფიის რედაქციის უფროს სამეცნიერო რედაქტორად, 1974 წლიდან ჯგუფის უფროსად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით ქართული ენციკლოპედიის ყველა ტომში დაიბეჭდა 700-მდე რუკა, მათ შორის, მისი ავტორობით 12 რუკა. ენციკლოპედია "საქართველო"-ში (1997) მისი მონაწილეობით 37 რუკა დაიბეჭდა, ხოლო ენციკლოპედია "თბილისში" - 20 რუკა. 1994 წლიდან პარალელურად მუშაობდა საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის კარტოგრაფიის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად, შემდეგ უფროსის მოადგილედ და 2001 წლიდან სამმართველოს უფროსად. მიღებული აქვს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის საპატიო სიგელი (1987), კარტოგრაფი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.121-122

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: