The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ კაკაბაძე

ზურაბ კაკაბაძე
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1926
გარდაცვ. თარიღი:15 თებერვალი, 1982  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პოეტი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს.

1967-1982წწ. იყო სა­ქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ესთეტიკის განყოფილების გამგე; იკვლევდა ეთიკის, ესთეტიკის, დასავლური ფილოსოფიისა და კულტუ­რის ძირეულ პრობლემებს; მისი ყველა გამოკვლევის ძირითადი მამოძრავებელია ადამიანის ბუნების რაობა და ბედი თანამედროვე სამყაროში; ამ საკითხების კვლევა დაიწყო ე. ჰუსერლის ფენომე­ნოლოგიური ფილოსოფიის ღრმა ანალიზით, უჩვენა ამ მოძღვრების დადებითი და უარყოფითი მხა­რეები, ასევე ადამიანის პრობ­ლემის პოზიტიური ფილოსოფიური კვლე­ვისათვის მისი გამოყენების შესა­ძლებლობანი. დამაჯერებლად გა­აკრიტიკა ობიექტივისტური და, საერთოდ, პოზიტივისტური თვალსა­ზრისი ადამიანის შე­სა­ხებ, ნათელყო "ტექნიკური გა­უცხოების" ბუნება. ეს საკითხი გაშუქებულია ნაშრომში «"ეგზისტენციალური კრი­ზისის" პრობლემა და – ე. ჰუსერლის "ტრანსცენდენტალური ფე­ნომენოლოგია"», რამაც ფართო გამოხმაურება პოვა. ადამიანს ავტორი მოიაზრებს როგორც თავისუფალ შემოქმედს და მოქმედ არსებას, რომელიც სწორედ ამის გამო პასუხის­მგებელია იმ საზოგადოებისა და სამყაროს წინაშე, რომელშიც იგი ცხოვრობს; მისი მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ნაშრომია "ადამიანი როგორც ფილოსოფიური პრობლემა" (1970; გამოქვეყნდა იაპონურ ენაზე 1971). მრავალრიცხოვან წერილებში, რომლებიც საკუთრივ ესთეტიკის ფენომენს ეხება, ის აყენებს თანამედროვე ადამიანის წინაშე მდგარ ცხოვრების საზრისის პრობლემას. მისი თარგმანები და მათი ანალიზი მკითხველს უჩვენებდა არა მარტო დასავლეთის კულტურის განვითარების რთულ პროცესს, არამედ სწორ მიმართულებასაც აძლევდა საკუთარი კულტურის სადღეისო პრობლემებში გასა­რკვევად და მისი შემდგომი განვითარების გზების ასარჩევად; უკანასკნელი ნარკვევები, ძირითადად, ბუნებისა და ადამიანის მიმართების პრობლემას ეძღვნება; მისთვის ადამიანი ერის ორგანული ნაწილია, ერი კი კავშირშია მშობლიურ მიწასთან – გარემოს დიდი როლი ენიჭება ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ფორმირების სპეციფიკაში; მისი აზრით, რეალური ადამიანის, როგორც კონკრეტულ ბუნებრივ გარემოსა და კონკრეტულ სოციალურ წყობაში ჩამოყალიბებული თავისუფალი არსების, მიუკერძოებელი ანალიზი ერთმნიშვნელოვნად ასაბუთებს სამყაროს შემეცნებისა და, საერთოდ, საკაცობრიო კულტურის წარმატებული განვითარებისათვის ეროვნულ ენათა და ეროვნულ კულტურათა მრავალფეროვნების აუცილებლო­ბას; ავტორია ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, იაპონურ, პოლონურ ენებზე გამოქვეყნებული მრავალი ნაშრომისა. თანამედროვე დასავლური ფილოსოფიისა და კულტურის მკვლევარი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 472; poetry.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: