The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა კაკაბაძე

მანანა კაკაბაძე
Date of birth:27 June, 1937  (87 years)
Category:Literary scholar, Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1961 წელს.

1965-2011წწ. მუ­შა­ობ­და ქარ­თული ლიტერატურის ინსტიტუტში წამყვან მეცნიერ თანამშრომლად; პირველი პუბლიკაცია "დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის ლირიკა" გამოაქვეყნა 1962 (ჟურნ. მნათობი, N4); მისი კვლევის სფერო ძირითადად ქარ­თული რომანტიზმია, მისი წარმოშობა და ეროვნული საფუძვლები, რომელსაც მკვლევარმა არაერთი ნაშრომი მიუძღვნა: "რომანტიზმის გმირის საკითხი ნ. ბარათა­შვი­ლის პოეზიაში" (კრებული "ნიკოლოზ ბარათა­შვი­ლი", 1968), "ალექსანდრე ჭავჭავაძე და რუსოისტული განწყობილებანი" (კრებული "ალექსანდრე ჭავჭავაძე", 1986), «ქარ­თული რომანტიზმის ისტორიიდან. "ბედი ­ქარ­თლისა", მისი რომანტიზმი და რეალიზმი» («ლიტერატურული ძიებანი», 1987) და სხვ. კ. იკვლევს თავისი მამის, პ. კაკაბაძის, ცხოვრებასა და შემოქმედებას, გამოქვეყნებული აქვს პუბ­ლიკაციები: «პოლიკარპე კა­კაბაძის არქივიდან, მასალები ტრაგედიისათვის "ვახტანგ გორგასალი"» (ჟურნ. "დრამატურგია", 1989), «რევოლუციის ლიდერის სახე "ყვარყვარე თუთაბერისა" და "ლისაბონის ტუსაღების" მიხედვით» (ჟურნ. "თეატრი და ცხოვრება", 1994) და სხვა. ფი­ლოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1989).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 472

Bibliography


Share: